ლაშა ჯიოშვილის სასამართლო პროცესი

18:46, 10.04.2025

„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის საქმე განიხილეს გორის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 1-ელ მაისამდე გადადო. ლაშა ჯიოშვილს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

საქმე 6 აპრილს, ლაშა ჯიოშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება.

მსგავსი