ლაშა იორდანიშვილმა „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობაზე ისაუბრა

განახლდება თუ არა პანკისში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა. კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელს ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ აქვს.

ლაშა იორდანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მოსახლეობისთვის არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაზე. მისი თქმით, ჰესი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის კი მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია.