ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს რომ სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს

თავდასხმა ლაშა გაბიტაშვილზე. მისი განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი თავს საკუთარ სახლთან დაესხა. გაბიტაშვილი აღნიშნულს აბუ დაბიში მომხდარ შემთხვევას უკავშირებს, რა დროსაც, სასტუმროში მასსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილი კვლევებისთვის ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება და შემდგომი კვლევებისთვის კლინიკაში დარჩენა ურჩიეს, თუმცა მან კლინიკა ხელწერილის საფუძველზე დატოვა. ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.