ლაშა დარსალიას შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობა – ამ საკითხებზე ქართულმა დელეგაციამ ვაშინგტონში ისაუბრა. ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დისკუსიას ესწრებოდნენ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამერიკულმა მხარემ კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა. სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც.