ლაშა დარსალიას შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში

12:07, 05.02.2026

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართულმა დელეგაციამ ვაშინგტონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა. სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც. პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ამ ვიზიტით არსებული რეალობა არ შეიცვლება. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც აღნიშნულ შეხვედრას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

მსგავსი