ლაშა დარსალია ეუთო-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიას შეხვდა. მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების პროცესში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების მნიშვნელობას.