„კავკასიურ სახლში“ ლაშა დადიანის ორი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
მთარგმნელმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გერმანულიდან ქართულად და ქართულიდან გერმნაულად თარგმნა. საუბარია მაია ბერაძის კრებულზე, „მზეზე მობინადრეები“, რომელიც ავტორმა 90-იან წლებში გამოსცა. წიგნი ამჯერად ქართულიდან გერმანულად ითარგმნა. წიგნი შეეხება აფხაზეთის ომის თემას. რაც შეეხება გიორგი გურჯიევის წიგნს, სახელწოდებით „რა უამბო ბელზებელმა თავის შვილიშვილ ჰასინს“, მისი გერმანულიდან ქართულ თარგმანზე, ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.