ლაშა ჩხვიმიანი მესამე დღეა, შიმშილობს

12:12, 01.02.2025

მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი უკვე მესამე დღეა შიმშილობს – ის ღამეს დმანისის მერიასთან ავტომობილში ათენებს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, ითხოვს ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. ცნობისთვის, ლაშა ჩხვიმიანი 2017-21 წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ის მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია.

მსგავსი