ლაშა ჩხვიმიანი მეორე დღეა შიმშილობს

უკვე მეორე დღეა მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ის ორი ღამეა ღამეს დმანისის მერიასთან ავტომობილში ათენებს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს. ითხოვს ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. ლაშა ჩხვიმიანი 2017-21 წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ის მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია.