ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცხადებს, რომ ვაშლიჯვართან დამაკავშირებელი გზა მერიამ ნაჩქარევად გახსნა. ლაშა ჩხარტიშვილი მიმართავს თბილისის მთავრობას და იმ დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს, რომლითაც დასტურდება, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ნამდვილად უსაფრთხოა.