ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება

15:25, 13.08.2021

ტრანსპორტის დამატება და ვაქცინაციის პროცესის რეკლამირება, – ესაა ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლაშა ჩხარტიშვილს აქვს.

მისი განცხადებით, 14 აგვისტოდან დაანონსებული შეზღუდვები ხელისუფლების მხრიდან არაგონივრული ნაბიჯი იყო. ამასთან, ჩხარტიშვილის განცხადებით, საკრებულოში შესვლის შემდეგ, გამოვა ინიციატივით, ქვეყანაში კიდევ მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოვიდეს.

მსგავსი