ლაშა ჩხარტიშვილის გამოკითხვა

ლაშა ჩხარტიშვილი მთაწმინდის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს, გოგა მემანიშვილს ძალადობასა და უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ინციდენტი 2020 წლის 3 იანვარს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო.