ლარის კურსი

ეროვნული ვალუტა დილიდან კიდევ გაუფასურდა.

ბლუმბერგის მონაცემებით, დოლარის კურსი 2 ლარი და 52 თეთრია. ლარი გაუფასურებულია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებშიც. მიზეზი – თურქეთსა და რუსეთში არსებული ვითარებაა. თურქული ლირა და რუსული რუბლი ასევე გაუფასურდა, რასაც გავლენა აქვს საქართველოზეც.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დღის ბოლოს განახლდება. გუშინდელი მონაცემებით კი, დოლარის ფასი 2 ლარი და 46 თეთრი იყო.

დატოვე კომენტარი