ლარის კურსი და ქვეყნის საგარეო ვალი

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება.

ერთ-ერთი ცვლილება ქვეყნის შიდა ვალის მოცულობას უკავშირდება, რომელსაც მხოლოდ წელს კიდევ 400 მილიონი ლარი უნდა დაემატოს. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებების პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ჯამში სახელმწიფო ვალის მოცულობა წლის ბოლოს 20 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. თანხის ძირითადი ნაწილი საგარეო ვალზე მოდის. უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მოცულობა კი იზრდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ლარის კურსის რყევაა. თუ 2018 წლის ბოლოს, ანუ 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, დოლარის კურსი 2 ლარი და 66 თეთრი იყო, დღეს ის 2 ლარისა და 96 თეთრის ნიშნულზეა, რაც ვალის გადასახდელ თანხასაც ავტომაუტურად ზრდის.

დატოვე კომენტარი