ლარის კურსი 

ლარის კურსი დღესაც დაეცა.

ეროვნული ვალუტა კიდევ ოთხი თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ერთი დოლარის ფასი ორი ლარით და 83 თეთრით განსაზღვრა, რითაც ლარმა ბოლო წლების ანტირეკორდი მოხსნა. ასეთ ნიშნულზე ეროვნული ვალუტა არასდროს ყოფილა. ევროს კურსი კი სამი ლარი და 22 თეთრია. დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარი კიდევ უფრო მეტად იყო გაუფასურებული.

ექსპერტების დიდი ნაწილის პროგნოზით,  რყევები დროებითია და ლარი გრძელვადიან პერიოდში არ უნდა გაუფასურდეს.

სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, აისახება თუ არა რუსეთის მიერ დაანონსებული შეზღუდვები და აკრძალვები ეროვნულ ვალუტაზე და გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურების პროცესი.