ლარის კურსი

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს.

ამ დროისთვის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი – 2,83 ლარზე მეტი, ხოლო ერთი ევრო – 3,22 ლარზე ოდნავ მეტი ღირს. მცირედით განსხვავებულია კურსი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, კომერციულ ბანკებში კი, ლარის გაცვლითი კურსი ოფიციალურს კიდევ რამდენიმე თეთრით აღემატება.

არსებულ მდგომარეობაზე ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ადგილი აქვს დროებით მერყეობას, რომელიც აუცილებლად დასტაბილურდება.

ცალკეული ექსპერტები ლარის კურსის გაუფასურებას ნეგატიურ მოლოდინს უკავშირებენ.