ლარის კურსი

ლარის გაუფასურება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასება. მათი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულია კურსი ნიშნულზე 2.63, შესაბამისად ლარის გამყარება მოსალოდნელი არ არის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კი აცხადებს, რომ გაუფასურება უკავშირდება მოლოდინებს, რადგან ქვეყნის ეკონომიკაში მხოლოდ პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი დღეს 2 ლარი და თითქმის 69 თეთრია.