ლარის კურსი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ყიდვა 3 ლარად და 29 თეთრადაა შესაძლებელი. თუმცა, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმასა და სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 32 თეთრს სცდება.

ეროვნული ვალუტის კურსის რყევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, ეროვნული ბანკი ფასებს კარგად ართმევს თავს და ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს. მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა.