ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს.

სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება სამი ლარისა და სამი თეთრის ფარგლებში მერყეობს. სპეციალისტები ლარის გამყარებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ეკონომიკური პროცესების გააქტიურებით, ასევე იმპორტის შემცირებით და მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ვალუტის მიმართ ამერიკულ დოლარზე მოთხოვნის შემცირებით.

ლარის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 5 საათზე გამოაქვეყნებს.