ლარის კურსი

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან ოცი მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.

სავალუტო ინტერვენციის შედეგად ლარის კურსი მცირედით გამყარდა. ოფიციალური მონაცემით ხვალ  ერთი ამერიკული დოლარი 2.97 ეღირება. დღის განმავლობაში სავალუტო პუნქტებში დოლარის ღირებულება სამ ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. კომერციულ ბანკებში კი სამ ლარსაც გადასცდა.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების სავარაუდო მიზეზებზე ფინანსისტები საუბრობენ.