ლარის კურსი

სავალუტო პუნქტებში 1 დოლარის ღირებულება საშუალოდ 2 ლარი და 97 თეთრია.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დაანონსებული ინტერვენციის შედეგად, ქართული ვალუტა მცირედით გამყარდა, თუმცა მაინც კრიტიკულ ნიშნულს ინარჩუნებს.  ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ, რათა ლარის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ლარი გარკვეულ პერიოდში გამყარებას დაიწყებს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.