ლარის კურსი

ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენია წონასწორული კურსი, რა ნიშნულზე და როდისაა შესაძლებელი და მოსალოდნელი ეროვნული ვალუტის გამყარება. მისი ინფორმაციით, კეთდება ყველაფერი, რომ ლარი არ გაუფასურდეს.