ლარის კურსი

2 ლარი და 93 თეთრი, – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ, კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა.

დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე, ამერიკული ვალუტის ღურებულებამ 2 ლარსა და 94 თეთრსაც კი გადააჭარბა. აღნიშნული კურსია ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, დღეს ბიზნესის მთავარი გამოწვევა სწორედ ლარის კურსია. აუცილებელია ეროვნული ბანკი ბიზნესმენებს შეხვდეს და ვალუტის რყევებთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.