ლარის კურსი

ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებით ხსნის.

კობა გვენეტაძის ვარაუდით, ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა მისივე თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს დანაკლისი ეროვნულ ვალუტაზე დიდ ზეწოლას არ გამოიწვევს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.