ლარის გამყარების ტენდენცია

ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება.

ბოლო სამ თვეში ეროვნული ვალუტა დაახლოებით 20 თეთრით გამყარდა.

დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი ორ ლარსა და 79 თეთრს შეადგენს. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და კურსის შედარებით დასტაბილურებას ეკონომისტები ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომებით ხსნიან. იგულისხმება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და ინტერვენცია.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა ნიშნულზე პროგნოზირებენ სპეციალისტები ლარის კურსის დასტაბილურებას და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს დღეებში კურსის კიდევ უფრო დაწევას.