ლარის გაცვლითი კურსი

ბოლო რამდენიმე დღეა, ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართ უფასურდება. გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2,74 თეთრამდე მერყეობს.

კურსის გაუფასურების მიზეზად საქართველოში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა და თურქეთში ლირის გაუფასურება სახელდება.

სპეციალისტების ვარაუდით, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან იწყება აქტიური ტურისტული სეზონი, რაც კურსის სტაბილურობაზე დადებითად მოქმედებს.