ლარი ორი თეთრით გამყარდა

ლარი ორი თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ხვალიდან ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 92 თეთრი იქნება.

10 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 94 თეთრი ღირდა. ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს პრემიერმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი არის პოზიტიური და სავალუტო კურსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.