ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მიზეზი კვლავ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისია.

დოლარის კურსი სავალუტო ჯიხურების ნაწილში 2 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. კომერციულ ბანკებში  დოლარის ღირებულება 2 ლარი და 65 თეთრია.

ოპოზიცია სავალუტო პრობლემებში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ლარის სტაბილურობისთვის სათანადო გეგმა გააჩნიათ.