ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია

მწერალთა სახლმა ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაციას უმასპინძლა.

კრებულში ქართველი კინორეჟისორის მიერ დანახული და აღწერილი მისი თანამედროვე ეპოქაა თავმოყრილი.  ქართულ, რუსულ და ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი სტატიები, გამოსვლები ევროსაბჭოში, კულტურის ევროპულ გაერთიანებაში და ბოლო დროის ჩანაწერები.

ერთ ტომში გაერთიანდა ასევე სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანები.

ლანა ღოღობერიძემ სარეჟისორო მოღვაწეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, მისმა  ფილმებმა არა ერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.

ოთხტომეული ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.