„ლამპრობა“ მულახში
ერთ-ერთი უძველესი და მისტიური დღესასწაული – სვანეთში „ლამპრობა“ იზეიმეს. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად იმართებოდა, ანთებული ლამპრების მიხედვით ითვლიდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში. პირველი ცნობები კი „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, ლამპრობა მთელ საქართველოში აღინიშნებოდა, განსაკუთრებით მთაში. ტრადიცია სვანეთმა შემოინახა, ლამპრობას აქ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ზეიმობენ, თებერვლის დღესასწაულს კი მირქმას უკავშირებენ, ზემო სვანეთში ეს დღე სიმბოლურად ღმერთთან შეხვედრასთან, ნათელსა და სიწმინდესთან ასოცირდება.
ლამპრობას მულახის თემში დაესწრნენ ანუკი მასხარაშვილი და ზაზა შუკვანი #მოამბერეგიონები