ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმებები ოთხ თვეში ძალადაკარგულად გამოცხადდება.
თანამედროვე „აიდი“ ბარათებით ჩანაცვლების პროცესი დღეიდან დაიწყო – სერვისით ყველა მსურველი უფასოდ ისარგებლებს. მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. მხოლოდ დღეს ელექტრონული მოწმობები 1 600-ზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ბოლო მონაცემებით, 2011 წლამდე გაცემული ძველი პირადობები 250 000-მდე ადამიანს აქვს. დაშვებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი მოქალაქეთა იმ კატეგორიისთვის, რომელსაც ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე არ სურს.