„ლაილაშის ისტორიული ქრონიკა“ – ღონისძიება ლეჩხუმში
„მრავალეთნიკური ლაილაშის ისტორიული თანაცხოვრების საუკუნოვანი ქრონიკა“ – ამ სახელწოდებით ღონისძიება გაიმართა სოფელ ლაილაშში. სხვადასხვა ადგილზე მოწყობილი იყო ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ლეჩხუმური თონე და კულინარია, თემატური ექსპოზიციები და ოჯახური ფოტო-არქივების გამოფენა. ლაილაშის ბულვარში, ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონცერტი.