გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა ექვსი ადამიანი დაკბინეს. ახლა დაზარალებულ ხუთ ბავშვს და ერთ მშობელს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ. ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფრის ტერიტორიაზე დაკვირვების მიზნით გადაიყვანა, სადაც 12 დღის განმავლობაში დარჩებიან.