ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე, მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი 25 წლისაა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მესაზღვრემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.