ლაგოდეხის მუზეუმი ვიზიტორებს უმასპინძლებს

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა. განახლდა შენობის ინტერიერი და ღობე. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა. შენობის მეორე სართულზე განთავსდა საკონფერენციო დარბაზი, ასევე, მოეწყო სივრცე მედიათეკისთვის, რომელიც წიგნებითა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. პროექტის ჯამური ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია.