ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

კანდიდატები კი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ამომრჩეველს შეხვდა და სულხან-საბას ბაღში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებებს დაესწრო.

ლადო კახაძემ  რამდენიმე აქტივობაში მიიღო მონაწილეობა. მმართველი პარტიის კანდიდატი აცხადებს, რომ მთაწმინდის რაიონში ბევრი სპორტული და გასართობი მოედანი უნდა მოეწყოს და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.