ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების ახალი გამოფენა
ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედებას კიდევ ერთი გამოფენა ეძღვნება.
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ხელოვანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა. წარმოდგენილია პარიზის პერიოდში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნილი ნახატები, რომელთა შორის რამდენიმეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.
ექსპოზიციის პარალელურად დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ლექციებსა და საჯარო დისკუსიებს დაესწროს. რამდენიმე წლიანი წყვეტის შემდეგ ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ლექციათა ციკლი ბრუნდება, დისკუსიები ხელოვნების სფეროში მიმდინარე ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებს დაეთმობა.