ლადო ასათიანის სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება იწყება
საზოგადოება „ქართული“ ახალგაზრდა პოეტებისთვის დაწესებულ, ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის პრემიას, მწერალთა კავშირთან ერთად, წელს მეორედ გამართავს.
მონაწილეობის სურვილის მქონე პოეტებს, უკვე ხვალიდან შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს მწერალთა კავშირს ან ატვირთონ მის ელექტრონულ ფოსტაზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში პატრიოტულ თემატიკაზე გამოქვეყნებული მინიმუმ შვიდი ლექსი. გამარჯვებულს, სპეციალური ჟიური სექტემბერში გამოავლენს, რომელსაც ფულად პრიზთან და სიგელთან ერთად, ლადო ასათიანის მედალი გადაეცემა, რაც სპეციალურად ამ კონკურსისთვის დამზადდა. პრემიის ფარგლებში, გამოიცემა ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურული ალმანახი, რაშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდება.