ლადო ასათიანის პრემია – 2025
საზოგადოება „ქართულმა“ მწერალთა სახლში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის, 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოაცხადა. ლაურეატები ორი ახალგაზრდა პოეტი – 21 წლის თამარ ყურშუბაძე და 25 წლის ნიკოლოზ ფუტკარაძე გახდნენ.
მათ ფულადი ჯილდო და ლადო ასათიანის მედალი გადაეცათ. პრემია საზოგადოება „ქართულმა“გასულ წელს დააარსა.