ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალში მოხვედრა მოსწავლეებმა მიულოცეს

ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალში მოხვედრა მოსწავლეებმა მიულოცეს.

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მას დღეს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მოსწავლეები სკოლის ეზოში ბუშტებით და მისალოცი პლაკატებით შეიკრიბნენ და მასწავლებელს ოვაციებით შეხვდნენ.

ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ქართველი პედაგოგი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.