ლა სკალას ორკესტრი თბილისში

ლა სკალას კამერული ორკესტრი თბილისს პირველად სტუმრობს.

კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს. კოლაბორაციას, რომლის პრემიერაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, რამდენიმე დღეში იტალიელი მაყურებელიც იხილავს. ქართველი კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე იტალიური კულტურის ცენტრში, ლა სკალას ცნობილ საოპერო თეატრში, თეატრის ორკესტრთან ერთად კონცერტს 14-ტ ოქტომბერს გამართავს. სოლისტი ცნობილი იტალიელი ალტისტი, სიმონიდე ბრაკონი იქნება.

იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტზე თათია კუჭუხიძე გვიამბობს.

 

დატოვე კომენტარი