კვოტების საკითხი

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტები განსაზღვრა საპროცედურო კომიტეტმა. პარლამენტის მიერ დღეს მიღებული დადგენილებით, საერთო ჯამში 12 საპარლამენტო დელეგაცია განისაზღვრა. რაც შეეხება კვოტების გადანაწილებას, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვოტები დელეგაციებში გადანაწილდა არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით. 60 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, ხოლო 40 პროცენტი – სხვა პარტიების წარმომადგენლებს. საპროცედურო კომიტეტმა ასევე იმსჯელა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის ორგანიზაციულ და დაფინანსების საკითხზე.