რა პრობლემებია და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის – ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძისა და მეცნიერთა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაზე. საბჭო სამინისტროს, ასევე მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული და მისი მიზანია სამეცნიერო გარემოს ანალიზი, გამოწვევების იდენტიფიცირება და სამომავლო განვითარების სტრატეგიების დასახვა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კვლევითი ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისთვისაა აუცილებელი.