კვლევის პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ევრაქსესში“ წევრიანდება.

„ევრაქსესი“ ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია 40 ქვეყანა, მათ შორის იაპონია და ისრაელი.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველომ „ევრაქსესში“ გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის პირველ მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოამზადა და ევროპული კვლევებისა და ინოვაციების პროგრამას წარუდგინა პროექტი, „ევრაქსეს გეორგია“, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ამასთან, 2019 წლის სექტემბერში, ბრიუსელში ხელი მოეწერება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას, რის შედეგადაც, საქართველო ოფიციალურად გახდება „ევრაქსესის“ ოფიციალური წევრი. ამის შემდეგ, ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე.