კვლევის პრეზენტაცია

დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია, გაზრდილია. მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია.

ორგანიზაციამ, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა. ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი სწორედ ამ ქუჩაზეა დამონტაჟებული. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადის ზრდასთან.