კვლევის პრეზენტაცია

პოლიტიკურ პარტიებს ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 12.6% ენდობა, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი – 24.3% . ამის შესახებ საუბარია სოციოლოგიურ კვლევაში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა.

კვლევის მიზანს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა წარმოადგენდა. კვლევის თანახმად, ეთნიკურ უმცირესობებში მაღალია საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ კულტურულ-პოლიტიკური იდენტობის განცდა, თუმცა ეს განცდა კლებულობს ახალგაზრდა თაობაში. გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ, რესპონდენტთა სულ მცირე, ნახევარმა კი, არ იცის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა, ან თვით მათი არსებობაც თავიანთ რეგიონში.

გამოკითხვა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა.