კვლევის პრეზენტაცია

თბილისის მერმა დედაქალაქში ავტობუსების სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი, 10 სატრანზიტო დერეფანი იქნება.  კახა კალაძის თქმით, ეს  ქალაქში გადაადგილებას გააუმჯობესებს,  საზოგადოებრივი ტრანსპორტს კი უფრო სწრაფს და უსაფრთხოს გახდის. თბილისში ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი დედაქალაქის მერიამ ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევის საფუძველზე შეიმუშავა.

თბილისის მერიის პროგნოზით, წელიწადნახევრის წინ დაწყებულ  რეფორმას, რომლის დასაწყისიც ჭავჭავაძის  გამზირია, საუკეთესო შედეგები ორ წელიწადში ექნება.