კვლევის პრეზენტაცია

როგორი ინფორმაცია ვრცელდება ქართულ ტელესივრცეში.

საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვების შედეგები უკვე ცნობილია. საუბარია საზოგადოებისთვის პოზიტიური, ნეიტრალური და ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებასა და მათ გავლენაზე. ავტორების განცხადებით, 5 ძირითად სატელევიზიო კომპანიას შორის, პირველ არხს საუკეთესო შედეგი აქვს. კველვის მიხედვით, ინფორმაციის მიწოდების ფორმა ამ შემთხვევაში არის ნეიტრალური და მაყურებელში დაძაბულობისა და დამატებითი უარყოფითი ემოციების წარმოქმნას არ ემსახურება.

დაკვირვება მოხდა პირველი არხის, „იმედის,“ „რუსთავი-2“-ის, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებზე. დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად ნეგატიური ფონი გამოიკვეთა.