კვლევის პრეზენტაცია

„აი დი ეფ აის“ კვლევის მიხედვით, პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს გაუარესდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა შეისწავლა პროკურატურის 2017-2018 წლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში სრულად შესრულებულია თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიება, ხოლო ნაწილობრივ შეუსრულებელია დანაშაულის პრევენციისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღონისძიებები. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან პროკურატურის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.