კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ   

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „საერთაშორისო გამჭვირვალობის„ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ.

საუბარია გამოკითხვის იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლო სფეროს ეხება. გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს, საგანგაშოა ნდობის ის მაჩვენებელიც, რომელიც კვლევაში დაფიქსირდა.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა ნაწილი კვლევას უნდობლობას უცხადებს და ავტორებს ალტერნატიული გამოკითხვის შედეგებს ახსენებს. კვლევამ და კითხვების ფორმულირებამ სკეპტიციზმი გააჩინა მმართველ გუნდშიც.